კონსულტაცია
პირველი კონსულტაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, სკაიპის ან ტელეფონის საშუალებით. კონსულტაციის მიზანია: თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაგება, პროგრამასთან და მასთან დაკავშირებულ ხარჯებთან გაცნობა. ჩვენ არ გვსურს თქვენთვის პრობლემების შექმნა, ამიტომ იმფორმაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ჩვენ გვესმის, ეს ყველაფერი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია.

ვიწყებთ
მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, თქვენ გაეცნობით პროგრამას და აირჩევთ თქვენთვის სასურველ მომსახურებას, ფორმდება ხელშეკრულება, თქვენ უნაღდო ანგარიშსწორებით იხდით მომსახურების საკომისიოს და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც სუროგატისა და/ან დონორის შერჩევას გულისხმობს.

სუროგატისა და დონორის შერჩევა
თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ვარჩევთ თქვენთვის შესაფერის სუროგატ დედას და /ან კვერცხუჯრედის დონორს.

სამედიცინო კვლევები
სუროგატი დედას და/ან დონორს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კლინიკებში. კვლევების შედეგები აჩვენებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრამას რამდენად შეესაბამება. გარდა ამისა სუროგატი დედა გაივლის სპეციალურ ფსიქოლოგიურ მომზადებას.

იურიდიული მხარე
ხელშეკრულება სუროგატ დედას და/ან დონორსა და პოტენციურ მშობლებს შორის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ფორმდება. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ არ შეიქმნას შემდგომი კანონისმიერი გართულებები და გაუგებრობები. ჩვენ ვთანამშრომლობთ პროფესიონალ ნოტარიუსთან.

ციკლი
დონორი ან პოტენციური დედა ექიმის დანიშნულებით გადიან ჰორმონალური სტიმულაციის პროგრამას, რათა მომწიფდეს მაქსიმალურად ბევრი კვერცხუჯრედის. შემდგომ ხდება კვერცხუჯრედების მიღება, განაყოფიერება და ემბრიონის/ემბრიონების გადატანა. პროცესი დაახლოებით 3 კვირა გრძელდება.

ორსულობა
სუროგატ დედას ემბრიონის / ემბრიონების გადატანის შემდეგ 12-14 დღეში უკეთდება სისხლის ანალიზი ორსულობის დასადასტურებლად. ამ დროს ფიქსირდებაა დაახლოებით 8-10 კვირის ორსულობა და კეთდება ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის გულისცემის მოსასმენად. დადებითი პასუხის შემთხვევაში სუროგატი დედა დგება აღრიცხვაზე თავის გინეკოლოგთან, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც მიმდინარეობს მთელი ორსულობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

კეთილი სურვილებით!