რას ნიშნავს IVF ?

 საკვერცხეების სტიმულაციის შემდეგ ხდება ფოლიკულების ასპირაცია, მიღებულ კვერცხუჯრედებში შეჰყავთ სპერმატოზოიდი და 2-5 დღის შემდეგ მიღებული ემბრიონები საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ შემდგომი განვითარებისთვის.

რა არის კვერცხუჯრედის დონაცია?

 სტიმულაციის შემდეგ, დონორის ორგანიზმიდან ხდება კვერცხუჯრედების პუნქცია, ეს არის ეფექტური მეთოდი, რადგან საშუალებას გვაძლევს რამდენიმე სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედი ამოვიღოთ. შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერება და მიღებული ემბრიონის პოტენციური დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანა.

ვინ არის სუროგატი დედა?

სუროგატი დედა არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გადააქვთ ემბრიონი/ემბრიონები. სუროგატ დედას ნაყოფთან არ აქვს გენეტიკური კავშირი. განასხვავებენ ორი სახის სუროგაცია.

  1. სუროგაცია პოტენციური მშობლების კვერცხუჯრედითა და სპერმით და
  2. სუროგაცია დონაციის პროგრამას.
  • პოტენციური დედის კვერცხუჯრედისა და პოტენციური მამის სპერმის განაყოფიერება ხდება ხელოვნური განაყოფიერების გზით.
  • პოტენციური მამის სპერმისა და დონორის კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხელოვნური განაყოფიერების გზით.

რატომ სჭირდება სააგენტოსთან თანამშრომლობა წყვილს, რომელსაც სუროგაციის მეთოდის სურს შვილი ყოლა?

სააგენტოსთან თანამშრომლობა გამორიცხავს რისკებს, რომლებიც შეიძლება სუროგატი დედისა და პოტენციური მშობლების ურთიერთობაში წარმოიშვას. პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს მის სწრაფ აღმოფხვრას.

როგორ პოულობს სააგენტო კვალიფიციურ სუროგატ დედებსა და/ ან კვერცხუჯრედის დონორებს?

სააგენტოს რეკომენდაციას უწევენ ყოფილი/მოქმედი სუროგატები და დონორები, ასევე პოტენციური სუროგატები და დონორები გვიკავშირდებიან ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. კვალიფიციური სუროგატებისა და დონორების მოსაძიებლად სააგენტო იყენებს სხვა მეთოდებსაც.

 სუროგატი დედისა და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევისას რა ღირსებებს ვაქცევთ ყურადღებას?

აუცილებელი პირობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაა. სუროგატ დედას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი შვილი, სასურველია უპრობლემო ორსულობა-მშობიარობით. ასევე შერჩეული კანდიდატები ეცნობიან ჩვენს მოთხოვნებსა და პირობებს და თანხმდებიან მათ გააზრებულად, ძალდატანების გარეშე.

რა ბედი ეწევა გაყინულ ემბრიონებს?

გაყინული ემბრიონები ჩვენს IVF კლინიკაში ინახება. მოთხოვნის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მათი ტრანსფორმირება და შემდეგში სუროგაციის პროგრამით გამოყენება.

 სუროგატი დედის ორ ან სამნაყოფიანი ორსულობის დროს, საჭიროა თუ არა დამატებითი ანაზღაურება ?

მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს იზრდება სუროგატი დედის დატვირთვა, ორსულობა უფრო რთულია და უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ ყოველ მომდევნო ნაყოფზე სუროგატი დედის ანაზღაურება იზრდება 2000 ა.შ.შ დოლარით.

რატომ საქართველო?

საქართველოში საუკეთესო პირობებია საერთაშორისო სუროგაციისთვის. მოქნილი კანონმდებლობა. კანონი ნათელია, პროცესი ლეგალური. ამერიკასა და ევროპასთან შედარებით პროგრამის ღირებულება 60-70 %-ით ნაკლებია.

როგორ წყვილებთან თანამშრომლობს ჩვენი სააგენტო?

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებთან და მარტოხელა ქალბატონებთან თანამშრომლობს, მარტოხელა ქალბატონის შემთხვევაში აუცილებელია პირი, რომელიც მამობას საკუთარ თავზე აიღებს.