სუროგაცია დონაციის საერთაშორისო სააგენტო - “ავრორა-ჯორჯია” მოგესალმებათ!

ჩვენი მიზანია, სუროგაცია დონაციის საშუალებით უშვილო წყვილებს დავეხმაროთ თავიანთი ოცნების ასრულებაში. მრავალი უშვილო წყვილისთვის სუროგაცია დონაცია შვილის ყოლის ერთადერთი საშუალებაა. სამწუხაროდ ევროპის მრავალ ქვეყანაში ეს აკრძალულია კანონით. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გახდეს მშობელი.

სააგენტოს შექმნის შთაგონებად იქცა პირადი გამოცდილება. დამფუძნებლის ოცნება - გამხდარიყო დედა ასრულდა სუროგაციის საშუალებით. ჩვენი მთავარი ამოცანა სუროგაციის პროგრამის წარმატებაა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროგრამამ ყოველგვარი გართულებებისა და სტრესული სიტუაციების გარეშე ჩაიაროს.

სუროგაციის პროგრამის ყველაზე რთული ნაწილი სუროგატი დედის სწორად შერჩევაა. ჩვენ გთავაზობთ სუროგატი დედების მრავალფეროვან არჩევანს, თითოეული მათგანი წარმატებული სუროგაციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ჩვენი სააგენტო გთავაზობთ: სუროგატი დედის შერჩევას, სამედიცინო პროცესზე მეთვალყურეობას, იურიდიული საკითხების მოგვარებას, ორსულობისა და მშობიარობის მეთვალყურეობას და ყველა იმ მომსახურებას, რომელიც წარმატებულ სუროგაციას უზრუნველყოფს. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ თქვენთვის საჭირო პუნქტები აირჩიოთ.

ჩვენი სააგენტო მომავალი მშობლების დასახმარებლად შეიქმნა. ჩვენ გაწვდით მთლიან ინფორმაციას სუროგაცია დონაციის პროგრამის პროცესის შესახებ. ვუზრუნველყოფთ თქვენთვის შესაფერისი, ჯანმრთელი, განათლებული და ლამაზი დონორის შერჩევას. ჩვენი სუროგატი დედები არიან კეთილები და სურთ უშვილო წყვილებს თავიანთი ოცნების ასრულებაში დაეხმარონ.

მანამ, სანამ გაგაცნობდეთ სუროგატ დედას, ჩვენ ვავსებთ კითხვარს, რომლის საშუალებითაც ვიგებთ თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს სუროგატ დედასთან დაკავშირებით. მხოლოდ დეტალური ანალიზის შემდეგ, ვარჩევთ თვენთვის შესაფერის კანდიდატურას და გახვედრებთ მას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ: გამოცდილ IVF კლინიკებთან, რომლებსაც საუკეთესო შედეგები აქვთ, პროფესიონალ იურისტებთან და სხვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან იმისთვის, რომ ჩვენი საერთო მოლოდინი და მცდელობები იყოს შედეგიანი.

მთელი პროგრამის განმავლობაში თქვენ, დონორი და სუროგატი დედა იქნებით ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს ოჯახში ნანატრი შვილი დაიბადოს.

მადლობა ნდობისთვის!